ჩვენი კომპანია მუდმივად ვითარდება და მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ All Service Group-ის (ASG) სრულიად განახლებული ვებგვერდი!
რა სიახლეებსა და ბენეფიტებს გთავაზობთ ახალი ვებგვერდი?
- განახლებული, თანამედროვე დიზაინი: ვებგვერდმა მიიღო ბევრად უფრო დახვეწილი და სწრაფი ინტერფეისი. გამარტივდა ნავიგაცია, რაც საშუალებას გაძლევთ სასურველი ინფორმაცია თუ სერვისი კიდევ უფრო მარტივად და წამებში იპოვოთ.
- ახალი სივრცე სიახლეებისთვის (ბლოგი): რადგან ჩვენ ჩვენს აბონენტებთან ერთად ვვითარდებით, ბლოგის ახალი ველი სწორედ მიმდინარე სიახლეების თქვენთვის გაზიარებას ემსახურება. აქ პირველები შეიტყობთ კომპანიის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს - იქნება ეს ტექნიკური სამუშაოები, სერვისების განახლება, ახალი ფილიალების დამატებათუ თუ ექსკლუზიური შეთავაზებები.
- მოხერხებული წვდომა პორტალზე და ინსტრუქციებზე: განახლებული მენიუს მეშვეობით კიდევ უფრო კომფორტულია გადასვლა პირად პორტალზე, სერვისების დეტალურად გაცნობა (აგროვებითი სისტემა, ლიფტები, დომოფონი თუ სხვა) და საჭირო ვიდეო/ტექსტური ინსტრუქციების ნახვა.
ჩვენი მთავარი დაპირება უცვლელია - თქვენი კორპუსის სრული კომფორტი.
განახლებული ვებგვერდი კი გვეხმარება, რომ ეს გამოცდილება ციფრულ სამყაროშიც უმაღლეს დონეზე შემოგთავაზოთ.
შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით უცვლელ ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 42 42 45 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@asg.ge.



