ჩვენთან, „ოლ სერვის გრუპში“, მომხმარებლის კომფორტი და სრული გამჭვირვალობა ყოველთვის პირველ ადგილზეა. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა!
დღეიდან, პირადი პორტალის სრული ფუნქციონალი ახლა უკვე თქვენს სმარტფონშია ხელმისაწვდომი - მართეთ კორპუსის სერვისები, ფინანსები და დაშვების სისტემები ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.
რა თქმა უნდა, აპლიკაციის საწისი ფუნქციები ფუნქციები - QR კოდით დაშვება და 24-საათიანი მოქმედების სტუმრის კოდების გენერირება - უცვლელი რჩება და ახლა უკვე კიდევ უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.

რა სიახლეები და ფუნქციები გელოდებათ განახლებულ აპლიკაციაში?
აპლიკაციის სტრუქტურა ისეა შექმნილი, რომ ნავიგაცია მაქსიმალურად მარტივი და მომხმარებელზე მორგებული იყოს.
გიზიარებთ განახლებული აპლიკაციის ფუნქციონალების მიმოხილვას:
- მთავარი გვერდი: აპლიკაციის გახსნისთანავე, პირველსავე გვერდზე შეძლებთ 24-საათიანი მოქმედების ერთჯერადი კოდის მიღებასა და QR კოდით სარგებლობას/გააქტიურებას. სისტემის გააქტიურება პირდაპირ აპლიკაციიდანაა შესაძლებელი - გადიხართ ვერიფიკაციას თქვენი რეგისტრირებული აბონენტის მობილურის ნომრით, იხდით მომსახურების ერთჯერად ღირებულებას და დაშვების სისტემაც მზადაა!
- ფუნქციონალების საერთო მიმოხილვა: განახლებული პორტალით ერთ სივრცეში მართავთ კორპუსის ბიუჯეტს, ხარჯებსა და აბონენტების სტატუსებს. სისტემა საშუალებას გაძლევთ გააანალიზოთ ტრანზაქციები, იხილოთ სერვისების ანგარიშგება (დაშვების სერვისები, დასუფთავება, შლაგბაუმი, კამერები და სხვ.) და პირადი პროფილიდან სრულად აკონტროლოთ თქვენი მონაცემები, ბალანსი თუ მგზავრობის ისტორია.

პერსონალიზაცია მეტი კომფორტისთვის
იმისათვის, რომ პლატფორმით სარგებლობა კიდევ უფრო მოსახერხებელი იყოს, აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენს სურვილზე მოირგოთ ინტერფეისის ენა და ვიზუალური თემატიკა (ფერი).

აბსოლუტური გამჭვირვალობა - ჩვენი მთავარი სტანდარტი
„ოლ სერვის გრუპის“ განახლებული პლატფორმა სრულად ეფუძნება ღიაობის პრინციპს. სისტემაში არ გვხვდება ფარული ხარჯები, გაურკვეველი ბალანსი ან დაფარული ტრანზაქციები.
მიგვაჩნია, რომ კორპუსის ბიუჯეტის მართვის პროცესი უშუალოდ სამეზობლოს ეკუთვნის და სწორედ ამ ხედვით შეიქმნა ბაზარზე ყველაზე სანდო, დაცული და კომფორტული სისტემა.
თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, შემოუერთდით „ოლ სერვის გრუპის“ ოჯახს დღესვე. მართეთ თქვენი კორპუსის სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით - მარტივად, სწრაფად და სრულიად გამჭვირვალედ!
(აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე).
ვებგვერდის განახების თარითი: 26.08.2026



